” ვდგავართ ერთ ადგილას, ვდგავართ ჭაობზე.ჭაობზე მდგარი ადამიანი კი იძირება, ჰო და დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიძირებით”- განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ თვ პირველის ეთერში:
“ჩვენ ყველას სახელმწიფო წაგვართვეს და დღევანდელ ამომრჩეველს მინდა ვკიღხო, ამ რვა წლის მანძილზე ერთხელ მაინც გახსოვთ “ქართული ოცნებისგან” ეთქვათ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ? როგორია ის საქართველო, რომლის ასაშენებლადაც ჩვენ ქართული საზოგადოება, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნოსის მოქალაქე, ერთად უნდა დავრაზმულიყავით და ასეთი საოცნებო საქართველო აგვეშენებინა? ერთხელ მაინც ამ რვა წლის მანძილზე სახელმწიფოებრივი იდეა ამ ხელისუფლებას ვინმესთვის თუ შეუთავაზებია, ერთხელ მაინც თუ მოგისმენიათ რომ ჩვენ ყველანი, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, და ვინც შემორჩით “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, ერთხელ მაინც თუ გიამაყიათ მათი აშენებული საქართველოთი?
ერთადერთი რასაც ვიხსენებ არის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ამ ხელისუფლებამდე, იყო ყველა წინა ხელისუფლების დამსახურება.
ჩვენ საშოვარზე გადაგებული არასებები არა ვართ, გასაგებია რომ “ქართულ ოცნებას” მარტო ამ ფუნქციით ვჭირდებით, რომ კუჭის იქეთ ვერაფრისკენ გავიხედოთ, მაგრამ ჩვენ ხომ ღირსება გვაქვს.
90-იან ჩაბნელებულ წლებშიც კი, ჩვენ ვიცოდით საით მივდიოდით და გვეამაყებოდა იქეთკენ სვლა, გავიდა რუსის ბაზა, მეორე, ვიცოდით რომ საქართველო იყო რეგიონის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად იყო ალტერნატიული გზა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების, ენერგოუსაფრთხოებაში მონაწილეობდა. იყო სატრანზიტო გზა მსოფლიო მნიშვნელობის.ეს ვიცოდით და გვქონდა მიზანი საითკენაც მივდიოდით. შემდეგ ნაციონალების დროს ვიცოდით რომ საქართველო უნდა გამხდარიყო აბრეშუმის გზის ნაწილი, რომელსაც დიდი დივიდენდები უნდა შემოეტანა, ეს იყო ქვეყანა სადაც ამერიკის პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, სადაც უნდა აშენებულიყო პორტები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაც იქნებოდა და ჩვენი ძალიან სერიოზული ეკონომიკური აღმავლობის საწინდარიც.
ახლა სად ვართ? სად მივდივართ ამ რვა წლის მანძილზე, გარდა იმისა რომ ვდგავართ ერთ ადგილას, ვდგავართ ჭაობზე.ჭაობზე მდგარი ადამიანი იძირება, ჰო და დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიძირებით.
ოდესმე ქვეყანაში ასეთი ურთიერთზიზღი, გაუტანლობა, კარის მეზობლების, ნათესავების, მეგობრების მიმართ თუ გქონიათ? ასე ერთმანეთის მოძულედ გვაქცია ქართულმა ოცნებამ….”- განაცხადა ლაგაზიძემ.