ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას პოლიტიკური დევნის შესახებ – ამის შესახებ 5 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე შეფასებით, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები, მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან.
“ეს სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ევროპულ არჩევანს.
საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მთავრობასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სიტუაციასა და მისი გადაწყვეტის საქმეში. ისინი არჩევანის წინაშე დგანან-გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გამოწვევა, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, სანამ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ან ყურადღება გაამახვილონ კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე, რაც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.
სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, რათა ევროპული მართლმსაჯულებით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი საქმე და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, “- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე აწერენ.