საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრი იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას ამბობს, რომ ექიმებმა ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია გასცეს.
ზურაბ ფაღავას თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო არაა, თუმცა მაღალია გართულებების ალბათობა და მათი თავიდან აცილების მიზნით, დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.
სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი, თავი რომ დავიზღვით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია. ეს არ არის საათების საკითხი, მაგრამ უახლოეს პერიოდში.
შეთავაზება გაკეთებულია ახლა არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის მაგრამ უახლოეს დღეებში შესაძლოა მოსალოდნელი იყოს სერიოზული გართულება, – ამბობს კონსილიუმის წევრი ექიმი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს