სტიქიამ, რომელიც ორი დღეა განსაკუთრებულად უტევს ლანჩხუთს, ახლა ჩოხატაურში გადაინაცვლა. რამდენიმე ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი. რამდენიმე საათით მოძრაობა შეფერხებული იყო ბახმარო_ჩოხატაურის ცენტრალურ მაგისტრალზე.
“ნაბეღლავის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო გზა ჩაიკეტა. თუმცა, კომპანია “წყალი მარგებელმა” მოახდინა საკუთარ ტერიტორიაზე ალტერნატიული გზით უზრუნველყოფა და მგზავრებს პრობლემა არ შექმნია. ამ წუთებში გზა აღდგენილია” _ გვითხრეს ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში, სადაც უკვე ამუშავებულია ცხელი ხაზი და შექმნილია საგანგებო შტაბი.