ლანჩხუთში ზარალს ითვლიან _ სტიქიამ მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. პრობლემები შეიქმნა შიდა მიმოსვლის გზებზე, წვიმის შედაგად ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაადგილების პრობლემა წარმოქმნა. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები.

ადგილზე დილიდან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები.

შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share