გედევან ფოფხაზე სააკაშვილზე-კენჭს რომ იყრიდეს ხმას მასაც მივცემ

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომ იყრიდეს კენჭს, მასაც მისცემდა ხმას. ამის შესახებ ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში გააკეთა.

“ნიკა მელია არის უფრო კომფორტული ფაქტორია ოპოზიციისთვის მაგრამ ერთ-ერთი გარემოება არის ის რომ სააკაშვილს აქვს თავისი მაღალი პოლიტიკური მასშტაბი. “- განაცხადა  გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძემ ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტურში, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რომ ყოფილიყო მასაც ხმას მისცემდა.

“ახლა წყდება საქართველოს მომავალი, მიმაჩნია რომ ვინც არ უნდა გასულიყო მეორე ტურში, გახარია რომ გასულიყო და მელია ვერ გასულიყო, გახარიასთვის უნდა დაგვეჭირა მხარი და შეგვექმნა შანსი რომ ეს ერთპიროვნული ხელისუფლება დასრულებულიყო. მგონია რომ  გახარიას ამომრჩევლის პრინციპი არ უნდა იყოს მხოლოდ გახარიასადმი ერთგულება როგორც პერსონალურად პოლიტიკოსისადმი, არამედ უნდა იყოს რის გამოც ის წამოვიდა “ქართული ოცნებიდან” რაც გააჟღერა, რომ ერთპიროვნული ხელისუფლება აღარ უნდა იყოს. აი ამ პრინციპისადმი ერთგულება უნდა გამოიჩინონ.”- განაცხადა ფოფხაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share