საქართველოს ყოფილი პირველი ლედის მაკა ჩიჩუას აზრით, ხელისუფლება მისი დღევანდელი ქმედებებით ცდილობს და აგრძელებს ქვეყნის ჯიბეში ჩადების პოლიტიკას, რაც მისი შეფასებით ცივილურად უნდა დასრულდეს, ისევე როგორც ეს 2012 წელს მოხდა.
,,ქვეყნის ჯიბეში ჩადება და უზურპაცია უნდა დამთავრდეს, ქვეყნის, რომელსაც სულ უნდა, რომ ჰქონდეს უკეთესი მომავალი. ყველა გვპირდება რომ მოვა ხელისუფლებაში და იქნება განსაკუთრებულობა და აი, სწორედ ეგ მინდა, რომ გავიაზროთ კარგად. ზუსტად ეს უნდა მოხდეს მეორე ტურებზე რომ წავალთ და ოპოზიციას შემოვხაზავთ აუცილებლად და უნდა მოხდეს რაღაც დაბალანსება. შიშია ქვეყანაში, რადგანაც უიმედობა დაითესა ამ წლების მანძილზე, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დღეს ხელისუფლებას ვთხოვ პასუხს, რომელსაც მე ჩემი ქვეყნის მომავალი მივანდე. ძალიან ბევრი დაპირება იყო და ამის განხორციელება საფუძვლიანად შეიძლება თუ არ გახდები ხარბი”, – განაცხადა ჩიჩუამ.