რატომ არ გაახსენდა ოზურგეთში მყოფ ღარიბაშვილს დატბორილი ლანჩხუთი-არჩევნები დასრულებულია,მომავალ არჩევნებამდე

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” და ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა პრემიერის ოზუგეთში ვიზიტს ეხმაურება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს , დღეს არავის გახსენებია ლანჩხუთის დატბორილი,დაზიანებული,განადგურებული სახლები და გარესმყაროს მოწყვეტილი სოფლები,რადგან ლანჩხუთში არჩევნები უკვე დამთავრდა:

“ორი დღეა ლანჩხუთს სტიქია უტევს, დატპორილია ასობით ოჯახი, დაზიანებულია მათი საყოფაცხოვრებო ნივთები,მოვარდნილი უხვი ნალექი შევარდა პირველ სართულებზე,წაღებულია ხიდები, განადგურებულია ადგილობრივი მნიშვნელობის ასობით სასოფლო გზები – მეტიც, არის სოფლები რომლებიც საერთოდ მოწყდა გარე სამყაროს და რა ხდება ამ დროს? სტიქიის ადგილიდან 30კმ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიში, მთელი სახელისუფლო ელიტა იმყოფებოდა დღეს, პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით და აქეთ, სადაც უამრავი მოსახლე დახმარების მოლოდინშია შემოვლითაც არავის შემოუვლია! რატომ? იმიტომ, რომ ლანჩხუთში მეორე ტურები არაა, არჩევნები დასრულებულია – მომავალ არჩევნებამდე!”- წერს ასკურავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share