კოალიციური თანამშრომლობა ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ – თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია დღეს დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს და თბილისის განვითარების პროგრამას წარადგენს.
უფასო კვება სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონერებს 100-ლარიანი დანამატი და საუკეთესო სტუდენტების სწავლის დაფინანსება – ოპოზიცია დედქალაქის მილიონზე მეტი მოსახლისთვის კონრკეტული პრობლემების მოგვარების ინიციატივით გამოდის.
დღეს ასევე ცნობილი გახდება მერიაში ნიკა მელიას სამომავლო გუნდის წევრების ვიცე მერის, მოადგილეების და საქალაქო სამსახურის უფროსების ვინაობაც.