დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 52 შემთხვევა დადასტურდა

დღეს, 20 ნოემბერს საქართველოში დადასტურებული რეკორდუალდ მაღალი 3 768 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 443 თბილისიდანაა, 676 აჭარიდან ხოლო 541 იმერეთიდან.

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი – 1 443
  • აჭარა – 676
  • იმერეთი – 541
  • ქვემო ქართლი – 183
  • შიდა ქართლი – 165
  • გურია – 52
  • სამეგრელო ზემო სვანეთი – 363
  • კახეთი – 130
  • მცხეთა- მთიანეთი – 96
  • სამცხე ჯავახეთი – 95
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის: თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 838 მძიმე პაციენტია, მათ შორის სუნთქვის აპარატზე 410 პირი იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი – 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share