სექტემბერში ფქვილის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველომ 4 009 ტონა ფქვილი (1,234 მლნ აშშ დოლარი) შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 532 ტონა (146.4 ათასი აშშ დოლარი).
რაც შეეხება 9-თვიან მაჩვენებელს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანამ 16 430 ტონა (4.897 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტის იმპორტი განახორციელა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველომ მიმდინარე წლის 9 თვეში ფქვილი შეიძინა:
- რუსეთი – 15 801 ტონა (4.614 მლნ აშშ დოლარი)
- თურქეთი – 184 ტონა (85.5 ათასი აშშ დოლარი)
- უკრაინა – 170 ტონა (52.2 ათასი აშშ დოლარი)
- ლიეტუვა – 142.1 ტონა (40.6 ათასი აშშ დოლარი)
- იტალია – 77.1 ტონა (62.1 ათასი აშშ დოლარი)
- ავსტრია – 44.7 ტონა (28.7 ათასი აშშ დოლარი)
- საფრანგეთი – 10.8 ტონა (12.7 ათასი აშშ დოლარი)
გარდა ამისა, მცირე რაოდენობით ფქვილი შემოვიდა: გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და ნიგერიიდან.