ფოტიგა რატომ ბედავს ამდენს? კუბილიუსმა თავის ქვეყანას მიხედოს, გლუკსმანი ზღულაძის მეუღლე იყო – პრემიერი ევროპარლამენტარებზე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა:

„ევროპარლამენტში 700 დეპუტატია. ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის – ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას.

ბატონი გლუკსმანი სააკაშვილის მრჩეველი და ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ეკა ზღულაძის მეუღლე იყო. დღეს ეს ადამიანი ჭკუას გვასწავლის ჩვენ.

ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?

სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. კაცი ქვეყანაში მალულად შემოვიდა ქვეყანაში – ამაზე უფრო მეტად სამარცხვინო რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის ღია, დეკლარირებული კანონდარღვევა.

რა თქმა უნდა, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენე ეს რამდენიმე ევროპარლამენტარს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: