“მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ, საქმეზე უნდა ველაპარაკოთ, სიკეთეებზე პროექტებზე, ახალ საქმეზე. აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიშმშილობა თუ დიეტა” – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პრივილეგირებული არ იქნება არც ერთი პატიმარი.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მისი დავალებით შეიქმნა ექიმების ის ჯგუფი, რომელიც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას დააკვირდება.
“შიმშილობის ფაქტები ხშირი არ არის, მაგრამ ყოფილა ციხეებში და როგორც უდგებიან და ზრუნავენ სხვა პატიმრებზე, ასევე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არც ერთ პატიმარს “ აცხადებს ღარიბაშვილი.
ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლას:
“კაცი, რომელიც პრეზიდენტი იყო კანონისთვის უნდა ეცა პატივი და არ უნდა გადმოეკვეთა ქურდულად საზღვარი. თუ ჰქონდა კაცობა და ვაჟკაცობა, შემოსულიყო ღიად ქვეყანაში” აცხადებს ღარიბაშვილი.