“ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე” – ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა მელიაზე და კოალიციურ გუნდზე

კოალიციური გუნდის წარდგენას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქით ეხმაურება:

“ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ისე როგორც ამერიკებში და ევროპებშია:)) ანუ, ის რაც ძალიან შორს მეგონა ჩემს ქვეყანაში ხდება.

ისე, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, 30 ში გაიმარჯვებს ოპოზიცია, გაიმარჯვებს საქართველო და თითოეული ჩვენგანი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს.

Nika Melia – ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!” წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ენმ-ს მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა. მან ვიცე-მერობის კანდიდატები დაასახელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share