ოპოზიციამ თბილისის კოალიციური კაბინეტი დაასახელა.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერის არჩევნებში ენმ-ის კანდიდატი, ნიკა მელია გაიმარჯვებს, ქალაქის მთავრობა ასე დაკომპლექტდება:
მერის მოადგილე – მამუკა ხაზარაძე;
მერის მოადგილე – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება;
მერის მოადგილე – ელენე ხოშტარია – დროა;
მერის მოადგილე – ირაკლი აბესაძე – ენმ;
სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი – სოფო ჯაფარიძე – ენმ;
კულტურის, განათლების, სპირტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი – დეა მეტრეველი, ლელო;
ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი – გიორგი ნონიაშვილი – ევროპული საქართველო;
შესყიდვების სამსახურის უფროსი – მამუკა აჩბა;
მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი – დიმიტრი ბიძინაშვილი, ენმ;
იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი – გიგა ლემონჯავა – დროა;
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ლაგვილავა – ენმ;
ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე;
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი – ნიკა ვაჩეიშვილი;
არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ანა ბიბილაშვილი, ლელო;
თბილსერვის ჯგუფი – ბესო გაზდელიანი;
გლდანის გამგებელი – თენგო გიორგაძე, ენმ;
ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი;
დიდუბის გამგებელი – დავით ნაფეტვარიძე;
ჩუღურეთის გამგებელი – კახა ჟღენტი, ლელო;
ვაკის გამგებელი – საბა ბუაძე, ლელო;
საბურთალოს გამგებელი – ოთარ თავართქილაძე, ერთიანი საქართველო;
ისნის გამგებელი – ლანა გალდავა;
სამგორის გამგებელი – გულიკო ზუმბაძე;
კრწანისის გამგებელი – რომეო ფარულავა;
მთაწმინდის გამგებელი – თამაზ დათუნაშვილი, ლელო;
“იქ, სადაც მრავალფეროვნებაა, მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილებები იბადება. სწორი გადაწყვეტილება იბადება ურთიერთკონტროლით და ბალანსით. მსგავსი არასდროს ყოფილა დედაქალაქის მერიაში“. – თქვა ნიკა მელიამ კაბინეტის წარდგენის დროს.
თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.