,,მე, როგორც პატარა ბავშვს, ისე მახსოვს როგორ იკრიბებოდნენ 30 წლის მანძილზე პოლიტიკოსები და მერე იტყოდნენ წკიპზე ვიყავით, მაგრამ ვერ შევათანხმეთ რაღაცო. იმის მიღეწევა რაც ჭირდება ქვეყანას ერთობა, ამ ადამინების დახმარებით შეგვიძლია, ვინც აქ არიან წარმოდგენილები დღეს“ – ეს განცახდება ,,დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, კოალიციური მთავრობის წარდგენისას გააკეთა.
ხოშტარიას თქმით, ახლა არის დრო როდესაც ყველაფრის შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ და ამას მხოლოდ ერთად დგომით მოახერხებს ადამიანები, ისინი ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნიათ ერთმანეთისგან.
,,ჩვენ ვარტ ერთად და პატივს ვცემთ ჩვენს განსხვავებებს, გევუბნებიან რომ ერთი მოგება, მეორეს მარცხს და განადგურებას ნიშნავს, ჩვენ ვამბობთ რომ გვჭირდება დიდი ეროვნული ბრძოლა და ეს ის ბრძოლაა სადაც პირველ ხაზზე არის თბილისი, სხვა ქალაქებთან ერთად ეს არის გენერალური ბძოლოა იმისთვის, რომ ამ ეროვნული თანხმობისკენ შემოვატრიალოთ ეს ქვეყანა – ყევლაფერი შეიცვლება რადგანაც თქვენს ხელშია ეს ყველაფერი.
ყველაფერი შეიცვლება თუ საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ, ან ის ხალხი რომელიც ფიქრობს რომ მოდი რა იყოს ოცნება ან 20 ლარს თუ მომცემს ოცნება, მოდი ისევ მათ მივცემ ხმას და მერე უნდა იჯავროს ვსი ეყოფა 20 ლარი მთელი ცხოვრება. რატომ უნდა იყოს მისი აღმატებულება საქართველოს მოქალაქე ხელგაწვდილი? ან თუ ვინმეს გონია რომ სამსახურიდან გააგდებენ ძალიან ცდება, არავინ არ გააგდებს ვინმეს სამსახურიდან, როგორ შეიძლება პროფესინალები გააგდო?
დროა ჩვენი ქვეყანა და ქალაქი აშენდეს ახლა“, – განაცხადა ხოშტარიამ.