შარლ მიშელი დაქორწინდა – ვინ არის ქართველი პოლიტიკოსების შუამავლის რჩეული და ევროპის პირველი ლედი

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ამის შე­სა­ხებ “პო­ლი­ტი­კო” წერს. მი­შე­ლის რჩე­უ­ლი ამალ დერ­ბა­უ­დე­რენ­გე­ნია, რო­მელ­თა­ნაც პო­ლი­ტი­კოსს უკვე წლე­ბია ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

ამე­ლი ბელ­გი­ე­ლია, მას სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სის მრჩევ­ლად უმუ­შა­ვია.

ქორ­წი­ლი აქამ­დეც უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო გა­და­ი­დო და წყვილ­მა მხო­ლოდ ახლა შეძ­ლო ურ­თი­ე­თო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა. მე­დი­ის­თვის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია.

წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს – 2016 წელს ჟანა და­ი­ბა­და, ხოლო 2019 წელს – ლუსი.

შარლ მი­შელ­სა და ამალს სურ­დათ, რომ 2020 წლის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სო­ფელ­ში ექორ­წი­ნათ, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში რე­გი­ო­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით “ნა­რინ­ჯის­ფერ ზო­ნად“ გა­მო­ცხად­და, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ რო­დე­საც საფ­რან­გე­თი­დან ბელ­გი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ, კა­რან­ტინ­ში უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ამი­ტო­მაც, ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე უარი თქვეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარლ მი­შე­ლი აქამ­დეც იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი, 15 წლის მაქ­სი­მი­ლი­ა­ნი ჰყავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share