ევროკავშირის ელჩმა 26 მაისის ქუჩაზე დაღუპულებს პატივი მიაგო

ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით მოწყობილ სამგლოვიარო კუთხესთან ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდნენ.

მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის სამი არასრულწლოვანია. აღნიშნული კორპუსიდან 55 ოჯახი უსაფრთხოების მიზნით გაყვანილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share