გვიან ღამით, უცნობმა პირებმა თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს დაწვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე ორხევის ხიდზე მოხდა.
ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა მუხლით აღიძრა საქმე.
“როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა ქართული ოცნება კოლიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მართველობას გადაიბარეს და მიმართეს თავიანთ სამარცხვინო, ნაცად მეთოდს ოპონენტებთან ბრძოლის”, – თქვა ენმ-ს წევრმა, ბესო გაზდელიანმა.
მისივე თქმით, იმედი არ აქვთ, რომ პოლიცია მომხდარს გამოიძიებს.