საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 29 ადამიანი, 2 896 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 700 კვლევა, აქედან 33 678 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 022 PCR-ით. 20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,21%-ია, ბოლო 14 დღის – 8,83%-ია, 7 დღის – 9,05%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 456 შემთხვევა;
- აჭარა – 111;
- იმერეთი – 827;
- ქვემო ქართლი – 293;
- შიდა ქართლი – 347;
- გურია – 93;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 348;
- კახეთი – 696;
- მცხეთა-მთიანეთი – 104;
- სამცხე-ჯავახეთი – 88;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 48 358 აქტიური შემთხვევაა. 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 057, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 288. მძიმე პაციენტია 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში – 451, აჭარაში – 115, იმერეთში – 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 28, იმერეთში – 29.
1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 – თბილისში, 271 – აჭარაში. 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 680 182 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 622 181 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 617 კი გარდაიცვალა.