“საკუთარ თავთან კოალიციური მთავრობის შექმნა სასოწარკვეთილი ქმედებაა…მათი დანმაშავე ლიდერი ჩამოვიდა და ამით ვერაფრით ვერ შეცვალა ქართველი ხალხის არჩევანი”-წილოსანი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის აზრით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კოალიციური მთავრობა “საკუთარ თავთან” შექმნა, რაც “სასოწარკვეთილი ქმედებაა”. წილოსანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მეორე ტურს წააგებს.

“საკუთარ თავთან კოალიციური მთავრობის შექმნა, იმ ფონზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები წაგებული აქვს, არის სასოწარკვეთილი ქმედება. იმ ფონზეც კი, როცა მათი დანმაშავე ლიდერი ჩამოვიდა და ამით ვერაფრით ვერ შეცვალა ქართველი ხალხის არჩევანი – არ დააბრუნონ ხელისუფლებაში ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების განაცხადი”, – თქვა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, “ლელოს” ამომრჩეველი იმედგაცრუებული დარჩება, რადგან ფიქრობდნენ, რომ ხმა “მესამე ნეიტრალურ ძალას” მისცეს.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს ნიკა მელიამ კოლიცური გუნდი წარადგინა, რომელიც 6 პარტიის ლიდერები ერთიანდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share