„არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე,“ – განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს, სამეგრელო- ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა, რომელმაც თანამდებობა პირდაპირ ეთერში დატოვა.
ლაზიშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ის რეპრესიები დაასახელა, რომელიც ხელისუფლებამ რეგიონში, არჩევნების მეორე ტურის წინ დაიწყო.
„არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა” – განაცხადა ლაზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე
შეგახსენებთ: სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია წუხელ, გვიან ღამით დაიწყო.