სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარეს ივერი მელაშვილს თაკო ჩარკვიანი მხარდაჭერას უცხადებს და ის მელაშვილის დაკავებას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ეს რა მოიგონეთ?! ეს ბოროტი-სისულელე!!!!!! რა მიწა -ტერიტორია “გადასცა და აჩუქა” და როგორ ჰქნა, რანაირად ამ პატიოსანმა ადამიანმა ???
მთელი ქვეყნის გადაბარება მიმდინარეობს რაც მოსულია ეს ხელისუფლება, სოფელს სოფელზე ვკარგავთ შუა ქართლში მტკაველ -მტკაველ. არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს დასავლეთის კუთხით, ჰაერზე საუბრობთ მხოლოდ , არანაირი სამოკავშირეო მუშაობა დოკუმენტებით არ არსებობს, ნატოზე საერთოდ აღარ საუბრობს ეს პუტინის ხელისუფლება და ახლა უნდათ, რომ ამ პატიოსან კაცს საარჩევნოდ გადაატეხონ სააკაშვილის ჯინაზე, რომ სააკაშვილს ახალი ბრალი წაუყენონ! რა საბრალონი ხართ! რას მოიფიქრებენ ხოლმე ეს “ პოლიტ თაღლითები”- ფუ!!! მიდით მიდით , როგორც დაასრულებთ ვნახავთ!!!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
„დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ი.მ და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – განაცხადეს პროკურატურაში.
მსგავსი სტატიები
- 51
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 40
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 39
თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი…
- 37
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ყოფილი პრემიერ მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა.ინფორმაციას ექსკლუზიურად "პრაიმტაიმი" ავრცელებს. საქმე ეხება ნოღაიდელის პრემიერობის დროს აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, სადაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მოხსენიებული. ნოღაიდელის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” გენერალურ პროკურატურაშიც დაუდასტურეს. ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული…