ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით მიდის

5-7 ნოემბერს ბუდაპეშტი 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. უნგრეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა.

ყოველ შემთხვევაში, სადღეისოდ ასეთი განაცხადია შეტანილი: ცხრა ვაჟი და ხუთი გოგონა.

დარეგისტრირებულთა შორის არიან არიან მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით სხვა და სხვა ტურნირების ჩემპიონ-პრიზიორები. ზოგიერთისთვის ეს მედლები ეროვნული ნაკრების ფორმითაც ჰქონდეთ, მაგრამ ასაკით ამ შეჯიბრშიც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება.

ვაჟები: გიორგი თუთაშვილი (66), ალეკო მამიაშვილი (73), ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81), ნიკა ხარაზიშვილი (90), გიორგი ჩიქოვანი, ილია სულამანიძე (ორივე 100), საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +100);

გოგონები: ნატალია ყიფშიძე (48), ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70), სოფიო სომხიშვილი (+78).

2020 წელს, ხორვატიის ქალაქმა პორეცს გამართულ ევროპირველობაზე, ამ გუნდიდან, გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა, ზაალიშვილი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ახალკაცი –ბრინჯაოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share