დაურიცხავი ხელფასები, ნასესხები ფული და დახეული ბუცები ჩემპიონთა ლიგაში

“ორ ფეხბურთელს ბუცები არ გვქონდა და დახეული ბუცებით ვთამაშობდით.”- რა პრობლემების წინაშე დგანან ლანჩხუთელი გოგონები,
რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატებით მთელი ქვეყანა ასახელეს:

“ერთ ოთახში ვცხოვრობთ სამნი, სამი ოთახია სულ, 6 კაცი ცხოვრობს, სამ ოთახში. გვაქვს ჩვეულებრივი გაზის მიკრო გამათბობელი, ზამთარში ძალიან გვიჭირს, ვარჯიშიდან რომ მოვდივართ ვბანაობთ გარეთ, გვიწევს ჩასვლა ოფლიანებს და ხშირად გავციებულვართ.გაზთან ვაშრობთ სარეცხს, რომ შემდეგ თამაშამდე გაგვიშრეს, ელემენტარულად 4 თვის ხელფასი არ აგვიღია, შეიძლება ელემენტარულის გაკეტება, თუნდაც სპორტულები რომ მოეცათ, ის ორი თვის ხელფასი რაც ჩაგვერიცხა, კლუბის წარმომადგენლებმა აიღეს სესხი, ამხელა გზაზე რომ მოვდიოდით რაღაც გვჭირდებოდა და რომ გვეყიდა. ჰიგიენის რაღაცეები არ გვქონდა ბავშვებს რომ აქ წამოვსულიყავით.ორ ფეხბურთელს ბუცები არ გვქონდა და დახეული ბუცებით ვთამაშობდით.” – ამბობენ გოგონები.

როგორც ირკვევა, მათ სავარჯიშოდ არც სათანადო პირობები აქვთ შექმნილი და უფრო მეტიც, გუნდის ხელმძღვანელობა უმძიმესი ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა ჩემპიონატზე წასასვლელი თანხა სესხად აეღო.

ლანჩხუთელ გოგონებთან ინტერვიუ ტვ პირველმა ჩაწერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share