1900-იანი წლების დასაწყისში რევოლუციურ მოძრაობაში გურული ბაღნებიც (ბავშვები) აქტიურად იყვენ ჩართულნი. ისინი სახალხოდ ამბობდნენ მეფისა და მთავრობის საწინააღმდეგო ლექსებსა და სიმღერებს. კაზაკებისა და პოლიციისთვის საბაბი რომ არ მიეცათ, ახალი თამაში მოიგონეს: აუშვებდნენ ხეზე პატარა ბიჭს, რომელსაც ნიკო ერქვა და მერე კი ყველა ერთხმად ყვიროდა ,,ძირს ნიკოლოზ, ძირს ნიკოლოზიო!” (მხედველობასი ჰყავდათ ნიკოლოზი II, რუსეთის მეფე) პოლიცია ამ შემთხვევაში უძლური იყო რაიმე ეღონა.
Irakli Makharadze