საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.