21 დღე გისოსებს მიღმა – წინააღმდეგობების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერების გამხნევება მაინც შეძლო

პოლიტიკური ტყვეობისა და უკიდურესი პროტესტის 21-ე დღე. ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, მაქსიმალურ იზოლაციაში მოაქციოს პატიმარი ნომერი ერთი, მიხეილ სააკაშვილმა ციხის სარკმლიდან მხარდამჭერების გამხნევება მაინც შეძლო.

ეს იყო ბოლო დროის ყველაზე შთამბეჭდავი კადრი. “ოცნებისთვის” გისოსებს მიღმა მყოფი პრეზიდენტი იმდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება იძულებული ხდება თავისივე გადაწყვეტილებებს გადახედოს და საკუთარ განცხადებებზე უარი თქვას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობა არ ჩქარობს მის კლინიკაში გადაყვანას, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ოცნებას სააკაშვილისთვის შუძლია ეს გლდანის სამედიცინო დაწესებულებაა, თუმცა ამ შემთხვევაში გარანტიებს ვერ იძლევა.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share