შვილის ყურება გისოსებს მიღმა რთულია…რა თქმა უნდა, მოქმედებს, ასაკშია – დავით სააკაშვილი მამაზე

მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი ამბობს, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობამ იმოქმედა და ის ბოლოდ დროის მოვლენებიდან გამომდინარე, დაძაბულია.

“დაძაბული ნამდვილად არის, სიტუაციიდან გამომდინარე. მამისთვის შვილის ყურება გისოსებს მიღმა ძალიან რთულია და არა მარტო, ყველასთვის, ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს, კაცი ასაკშია და ბუნებრივია ეგ ჩვეულებრივი მომენტია”,- ამბობს დავით სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია. ის ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, ამჟამად ნიკოლოზ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share