“როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან შეუძლებელია არ დაიდოს შედეგი” – ირაკლი აბესაძე კოალიციურ მთავრობაზე

,,მე თავიდანვე ვარ ნიკასთან ერთად ჩართული ამ კამპანიაში, ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა არ არის ახალი” – ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის, ერთ-ერთი მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის განცხადებით, რომელიც მან გადაცემა ,,რეაქციაში” გააკეთა, კოალიციური მთავრობის მიზანი არის ერთი, მეტი რეფორმა იმისთვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს და ამას ისინი აუცილებლად მიაღწევენ, რადგანაც გუნდი, რომელიც შეიკრიბა არის სწორად დაკომპლექტებული იმ პროფესიონალი ადამიანებით, რომლებიც ყველაფერს შეძლებენ.

,,ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ფაქტობრივად გენერალური რეპეტიცია გვაქვს გავლილი ყველაფრის, იმ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისა, რომელიც განხორციელდება მას შემდეგ რაც შევალთ მერიაში და როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან შეუძლებელია არ დაიდოს შედეგი, რომელიც იქნება ადამიანებზე ორიენტირებული, ეს არის პროფესიონალების გუნდი”, – განაცხადა აბესაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share