30 წამში მიღებული გადაწყვეტილება და გენერალური ბრძოლა – ელენე ხოშტარიას შეხედულება კოალიციურ მთავრობაზე

,,მე პირადად ეს გადაწყვეტილება მივიღე 30 წამში”- ეს განცხადება კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, რომლის წარდგენაც გუშინ მოხდა, ელენე ხოშტარიამ გადაცემა ,,რეაქციაში” გააკეთა.

ხოშტარიას შეფასებით, ოპოზიციური ერთობისთვის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი, პარტია ,,ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ შეკრა გუნდი. მისივე თქმით ამ გუნდს გააჩნია საერთო პრინციპი და სწორედ ეს არის ის, რაც აერთიანებს მათ.

,,რაც ბატონმა მამუკამ თქვა ამ გეგმაზე თანხმობა. მე ამ ამბავს არც განვიხილავდი, თუ ეს არ იქნებოდა გენერალური ბრძოლა, მერე ეს შევათანხმე ჩემს გუნდთან და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მახარებს, რომ ამ წერტილამდე მივედით და დღეს ყველა ერთად ვდგავართ და ვართ იმ მდგომარეობაში,  რომ ერთად დგომით მივიდეთ ამ ყველაფრამდე, ამის დადგმა შეუძლებელია და თუ არ გაქვს ერთი მიზანი და ერთი ხედვა რაღაცაში ბრძოლა არის შეუძლებელი მაშინ’, – განაცხადა ხოშტარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share