“თუ რამეს ექნება მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ გუნდს ექნება ეს კოეფიციენტი” – ნიკა მელია კოალიციური მთავრობის შესახებ

,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ელენეს, ირაკლის, ზურას და განსაკუთრებით მამუკას” –  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გადაცემა ,,რეაქციაში” თითოეულ იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, რომლებიც მის აზრს იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ დღეს არის დრო კოალიციური მმართველობის.

მისი თქმით, ის გუნდი, რომელიც მან წარმოადგინა იქნება ძალიან მშრომელი და ადამიანებზე ორიენტირებული, რასაც მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს.

,,ჩვენ ბევრი დღეები ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე და ის გზა, რომელიც შეუძლებლად ეჩვენება მავანს ეს არაა შეუძლებელი და ჩვენს შორის იმდენად  დიდი რიდი და პასუხისმგებლობა არსებობს და ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და თუ რამეს ექნება მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ გუნდს ექნება ეს კოეფიციენტი”, – განაცხადა მელიამ.

მისივე შეფასებით, თითოეული განსხვავებული ხედვა და შეფასება, ეს იქნება მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, რისთვისაც რეალურად ეს გუნდი არსებობს და სწორედ ამით აპირებენ, ზუსტად მოერგონ ადამიანებს და მათ მოთხოვნილებებს.

,,მე რომ მკითხოთ დამატებით კიდევ ხუთი ადამიანია საჭირო, იმდენად ბევრი ადამიანის აზრია გასათვალისწინებელი და გასაკეთებელი საქმე. თუ მამუკა რაიმეში არ დამეთანხმება, ესე იგი იქ არის შეცდომა და ეს იქნება ჩემთვის პატივი. მამუკას ათი ათასობით სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი და მან კარგად იცის ეს ყველაფერი. ასევე ზურა ჯაფარიძე, არასოდეს არ მოგერიდება რომ გითხრას თუ რამე არ მოსწონს. ირაკლის რაც შეეხება ერთად გვაქვს ნამუშევარი და ვიცნობთ ერთმანეთს კარგად და ვენდობი ამ ადამიანს და ელენესთან რომ ერთად ვმუშაობთ ეს იცის მთელმა საქართველომ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share