,,ნიკა მელიამ თავისი კომუნიკაციის უნარით და გონიერებით ორივე ავტოკრატს მაგრად შემოულაწუნა” – ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ, გუშინდელ კოალიციური მთავრობის მოდელის წარდგენას ეხმაურება.
ჟურნალისტის თქმით, ნიკა მელია არის სწორედ იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს და იფიქრო, რომ ამ ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური კერპების დამსხვრევა შესაძლებელია.
,,თანამედროვე პოლიტიკა “მიუწვდომელი ღმერთების” კი არ არის, არამედ მიწიერი ადამიანებისაა, ურთიერთობის, თანასწორობის და თანამშრომლობის უნარის და არა გაუგებარი ყალბი მესიანისტების.ეკლექტური გაერთიანება რომ ორგანულად დაუკავშირო ერთმანეთს, ამას ლიდერობის უნარი უნდა.ვნახავთ მალე ეს თანამშრომლობა ორგანული გადაკვეთა იქნება თუ ეკლექტური, თუმცა, მინიმუმ, საწყის ეტაპზე, საინტერესოდ მოჩანს.მელია ლიდერია იმით, რომ თანაბარია. თანამედროვე თიმ ბილდინგში სწორედ ასე განიხილება თანამედროვე ლიდერის ტიპი.ამ უნარით იმედი მაქვს, უფრო მალე დაისხვრევა პოლიტიკური კერპები, როგორც პოლიტიკური წარმართობა და ადგილს დაიკავებს ახალი, თანამედროვე პოლიტიკური გარემოს მახასიათებლები”, – წერს გამზარდია.