პაპუაშვილი: ქართულმა საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას ოცდამეერთე საუკუნის ტირანებს

“ყველა მუნიციპალიტეტში ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი ამრევებს, უთხრას უარი ოცდამეერთე საუკუნის ტირანებს და უნდა უთხრას უარი იმას, რომ აღარ მოხდეს აქ ის არეულობის სცენარი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს უკვე ამდენი წელია. ჩვენ წინ გველის სამი წელი, როცა შეეძლება ყველა პარტიას თანასწორ პირობებში გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები დემოკრატიული შეჯიბრის წესების მიხედვით და დარწმუნებული ვარ, ეს სამი წელი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ გამოვიყენოთ”.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ტვ იმედის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share