„შეიძლება, ამომრჩეველს არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ის არასდროს არ წავა და „ნაცმოძრაობას“ არ შემოხაზავს.”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშილმა გადაცემაშ “დღის თემა” დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად დიდია იმის შანსი, რომ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, თუნდაც, გიორგი გახარიას პარტიას, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი შემოხაზოს.
„შეიძლება, ამომრჩეველს არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ ის არასდროს არ წავა და „ნაცმოძრაობას“ არ შემოხაზავს. ასევე, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წევრის მიერ გაკეთებული განცხადება არ მოეწონოს, მაგრამ ის არასდროს არ წამოვა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ შემოხაზავს. ეს არის ორჯერ-ორი ოთხი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, არჩევნების შედეგებმა მმართველი პარტია უნდა დააფიქროს, რატომ ხდება ისე, რომ „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს ანაწყენებს და რას არ აკეთებს იმისთვის, რათა მხარდამჭერთა რაოდენობამ მოიმატოს და არა მოიკლოს.
„რაღაც მხრიდან ჩვენი შეცდომებიც არის და რაღაც მხრიდან ის, რომ ადამიანებს სხვა მოლოდინი ჰქონდათ და არ გაუმართლდათ. გარდა ამისა, ცხრა წელი პატარა ვადა არ არის იმისთვის, რომ ხმები, რომელიც პირველი ვადის დროს გქონდა, შეინარჩუნო. რა თქმა უნდა, საჭიროა ანალიზი და საჭიროა კიდევ ერთხელ დაფიქრება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა