გურიაში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- 22 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 40 ადამიანი, 2 507 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 49 960 კვლევა, აქედან 32 008 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 952​ ​PCR-ით. 20 ოქტომბერს აიცრა 5 309 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი  8,32%-ია, ბოლო 14 დღის – 8,89%-ია, 7 დღის – 8,99%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 352 შემთხვევა;
  • აჭარა – 143;
  • იმერეთი – 777;
  • ქვემო ქართლი – 287;
  • შიდა ქართლი – 306;
  • გურია – 95;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 299;
  • კახეთი – 669;
  • მცხეთა-მთიანეთი – 96;
  • სამცხე-ჯავახეთი – 95;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 966 აქტიური შემთხვევაა. 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 201, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 264. მძიმე პაციენტია 1 427 პირი, მათ შორის, თბილისში – 509, აჭარაში – 122, იმერეთში – 455. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 26, იმერეთში – 30.

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 549 – თბილისში, 241 – აჭარაში. 43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 38 268 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 684 337 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 624 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 657 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share