როგორ აღმოჩნდა სამთავრობო მედიის ხელში ვიდეოკადრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მობილუ ტელეფონში ინახებოდა – ადვოკატები პროკურატურისგან განმარტებებს ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული კადრები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
ეს არა თუ ეჭვს ბადებს, არამედ ცხადყოფს იმას, რომ ხელისუფლებამ ექსპერტიზაზე წაღებული მასალები გადასცა არა მეორე მხარეს, არა რომელიმე სხვა ექსპერტს გამოსაკვლევად, არამედ გადასცა მის პიარ სამსახურს იმისთვის, რომ გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებისთვის. ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დეგრადირდა მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით და ახალი პრობლემა საქართველოს სისხლის სამართლის გამოძიებებში დარღვევა ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს შემტხვევა უბრალოდ ცხადყოფს, რომ ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
მიხეილ სააკაშვილის ტელეფონი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა ირკვევა, რომ მანამდე მობილური გახსნეს და სატვირთო ავტომბილში გადაღებული ვიდეო მასალა სამთავრობო მედიას მიაწოდეს.