“კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერს, პეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და “ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მსგავსი პოლიტიკოსი მას არ ეგულება, რომელიც საკუთარ სამშობლოს ომის დაწყებას დააბრალებდა.
“დიახ, საქართველოს ომი არ დაუწყია – დაიდო საბოლოო სტრასბურგის დასკვნა! აბა, დამწკრივდით ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილიდან დაწყებული ხელისუფლებაში და ბურჯანაძით დასრულებული ოპოზიციაში, ზოგი ჰააგაში და ზოგიც რუსეთის რეაქციული ტვ არხებით საკუთარ პატარა ქვეყანას ომის დაწყებაში და “მძინარე ცხინვალის” დაბომბვაში რომ ადანაშაულებდით?! აი, მართლა უტიფრად სამშობლოს გადამბარებელ -“გამყიდველებო”! რა იშვიათად სამარცხვინო საქციელია, არავინ მეგულება პოლიტიკოსი, რომელიმე ახლო მეზობელ ქვეყანაში, მსგავსი რამ საკუთარ სამშობლოს დააბრალოს! მართლა არ მეგულება! რა სამწუხაროა!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, იუსტიცის სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.