22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები ბოლო წლებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი,  აქედან, მიმდინარე წელს, ხეები დაირგო 444 ჰექტარზე. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი.

ტყის აღდგენის ღონისძიებების პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ეწყობა დროებითი სანერგეები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები, რითაც სააგენტო ასრულებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებასა, რაც გულისხმობს, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა ყოველწლიურად არანაკლებ 150 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: