მიშას ხულიგნობასაც ტენიან! – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი, პენიტენციური სამსახური განმარტებას, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დაწესებულების გარეთ შეკრებილებისთვის მიემართა.
გაეშვით რა, არაა თქვენი საკბილო ეგ კაცი.
კარტოფილის ელიტურ თესლს მიხედეთ” , – წერს თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაშის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს გუშინ, შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს, სადაც მათ შესვლა კანონით ეკრძალებათ.
უწყება განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაწესებულების შინაგანაწესი დაარღვია.
„მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.