განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა და 493 კლასი გადავიდა.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს. უწყება ამბობს, რომ მონაცემები წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%.
სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.