კოალიციის ლიდერები თბილისის ქუჩებში – მსვლელობა და ხალხთან შეხვედრები იწყება

ოპოზიციის კოალიციური მთავრობა მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ამ წუთებში მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე და ზურა ჯაფარიძე მოსახლეობას ვარკეთილის მეტროსთან ხვდებიან.

მოგვიანებით ისინი სხვადასხვა უბნებში გადაინაცვლებენ. ოპოზიცია სამგორის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

ამის შემდეგ ლიდერები მსვლელობას გამართავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share