“თუ გადავწყვიტე ხუთიანის შემოხაზვა, ღარიბაშვილის დამსახურება იქნება” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“საერთოდ ძალიან მყარად ვარ ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ივანიშვილის მმართველობის შეცვლა სააკაშვილის მმართველობით, არის “თხა გავყიდე – თხა ვიყიდეს” ამბავი, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნაცმოძრაობის წარმატება ამ არჩევნებში უპირველეს ყოვლისა მიშას წარმატება იქნება და არც ის მჯერა, რომ ნაცმოძრაობის ამჟამინდელი ლიდერშიფი რამენაირად მაინც შეძლებს სააკაშვილის დაბალანსებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუმცა, ახლავე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: თუ 30 ოქტომბერს ბოლო მომენტში მაინც გადავწყვიტე ხუთიანის შემოხაზვა (ხელისუფლებას ხმას არცერთ შემთხვევაში არ ვაძლევ), ეს იქნება პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება, რომელიც რამდენჯერ პირს დააღებს, იმდენჯერ ისეთი სასწაული ფრაზები ამოსდის, ყველაზე სისხლისმსმელ ნაცს სიზმრადაც რომ არ მოლანდებია.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share