ჩვენი თაობის “თავგადასავალის” ახალი პერსონაჟი პირობითი სახელით “ფეისბუქ-ავტორიტეტი”

კახა ჩავლეშვილი
ჩვენი თაობის “თავგადასავალის” ახალი პერსონაჟი პირობითი სახელით “ფეისბუქ-ავტორიტეტი”
მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ტროლ/ბოტი მანც კარგად იცის რა უნდა გააზიაროთ, რა უნდა დაწეროთ, როგორ უნდა იზროვნოთ იგი “გვკარნახობს” ყველივე ამის წესებს.
მთლიანობაში სხვა “ბოროტებებთან” ერთად იგი ქმნის მთელ რიგ კომპლექსს, რომელიც ადამიანებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის გამოხატონ თავიანთი აზრი – დაგიწუნებს წერტილ-მძმეს და გარამატიკას, გეტყვის “წ” ან “ტ” იქ არ დაწერე სადაც საჭირო იყოო. გეტყვის რომ გეშლება “ორჯერ ორი”, რომ არაპროფესიონალი და უწიგნური ხარ. გიწოდებს მოღალატეს, გამყიდველს, მიშისტს ან ნაციონალს, გაგინებს, გაგლანძღავს, დაგცინებს და ა.შ.
მთლიანობაში მისი არსის სიბინძურის მიუხედავად ყველასგან ითხოვს იყოს – უმწიკვლო, შეუცდომელი, პატიოსანი, უგანათლებულესი, თავგანწირული. ითხოვს წარსულის სრულ პატიოსნებასა და სიწმინდეს. მარტო თქვენ კი არა ბავშობაშიც კი ფოტოც არ უნდა გქონდეს გადაღებული ვინმე “უწმინდურთან”, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში არავის არაფრის თქმის უფლება არ გააჩნია.
საუბედუროდ იგი თავისი დანიშნულებითა და არსით წარმოადგენს იმ სისტემის ნაწილს, რომლისგანაც გამოწვეულმა ფსიქო-ემოციურმა სტრესმა მთლიანად დაანგრია ჩვენი საზოგადოება და უმძიმესი ზიანი მიაყენა ჩვენს თვითმყოფადობას.
ქარიშხალში მოყოლილი ჯართის მასიდან ტრაქტორის თავისთვად აწყობა უფრო ადვილი დასაჯერებელია, ვიდრე ჩენს ქვეყანაში არსებული ქაოსიდან ასეთი სისტემის და ტიპების თავისთავადი აწყობა/წარმოქმნა. ასე რომ მათი “სამშობლო“ იგივე ბნელეთია საიდანაც ყველა უბედურება მოდის ამ ქვეყანაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share