რატომ ვერ მიიღეს პირველკლასელებმა კუთვნილი ნოუთბუქები? მიუხედავად იმისა, რომ არადისტანციურ რეჟიმში სასწავლო წელი უკვე 20 დღეა დაწყებულია, პირველკლასელებს კუთვნილი ნოუთბუქები ჯერ არ მიუღიათ. ამის მიზეზად ოფიციალურად, სატენდერო პირობების დაგვიანებით შესრულება სახელდება, თუმცა, როგორც „გურიის მოამბეს“ უთხრეს, უახლოეს პერიოდში პრობლემა გადაიჭრება. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტენდერი გამოცხადებულია და რეგიონის სკოლებში ეტაპობრივად მოხდება ნოუთბუქების შემოტანა. რაც შეეხება საზოგადოებაში მოარულ ხმებს, პრობლემის მიზეზი ბავშვებისთვის ვერ მოცლა და კოლოსალური თანხების მხოლოდ არჩევნების მოსაგებად მობილიზებაა, რის გამოც ხელისუფლება მილიონობით ლარს არ იშურებს. ასეთ დროს კი, გაახსენდეთ ბავშვები და მათთვის განკუთვნილი საჩუქარი, ნამდვილად რთულია და ამას ალბათ საზოგადოებაც „გაგებით მოეკიდება“.