შესაძლოა, ციხეში ტელევიზორი ჩამოართვან, ან შხაპის მიღება შეუზღუდონ – რა სანქციები ემუქრება პრეზიდენტს

პატიმრობის 22-ე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, ციხეში ტელევიზორის გარეშე დარჩეს. სააკაშვილს ციხის ადმინსიტრაცია ფანჯრის გისოსებიდან გამოხედვასა და მხარდამჭერებთან მისალმებას არ პატიობს.

გამოძიება პენიტენციურმა სამსახურმა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო წინასწარ ამბობს, სააკაშვილმა შხაპის მიღების დროს წესები დააღვია. წესების დარღვევა კი სანქციებით ისჯება, სანქცია შესაძლოა, ტელევიზორის ჩამორთმევა, ან შხაპის მიღების შეზღუდვა იყოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share