“თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს” – აქცია რუსთავის ციხესთან

“თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს” – რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მხარდამჭერები, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა და ის ციხეში უკვე 22-ე დღეა შიმშილობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share