ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლისას ოპერატორი შემთხვევით მოკლა, ფილმის რეჟისორი კი მძიმედ დაჭრა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ნიუ მეხიკოში მოხდა. იარაღი ეპიზოდის გადასაღებად იყო განკუთვნილია და წესით მასში ნამდვილი ტყვიები არ უნდა დებულიყო. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თავად მსახიობი სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.
თვითმხილველებმა ალეკ ბოლდუინის პირველი რეაქციის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.
“მე ის მოვკალი”, – როგორც აცხადებენ, სწორედ ამ ფრაზას იმეორებდა გაუჩერებლად მსახიობი.