“ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია იმისა, რომ თვალი გადევნოთ” – ევროპარლამენტარის პასუხი ღარიბაშვილის განცხადებებზე

,პრემიერი ამბობს, რომ მათ საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედონ, მაგრამ ის არასწორია, რადგანაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია იმისა, რომ თვალი გადევნოთ. ის განცხადებები, რაც მან ბოლო პერიოდში ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთა, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, როდესაც თავს ესხმი საქართველოს მეგობრებს და შენი ქვეყნის ინტერესებს” – ეს განცხადება ,,ტვ პირველთან” საუბრისას ევროპარლამენტარმა რასა იუნკევიჩიანემ გააკეთა.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ბედი ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს არ აღელვებს, მაგრამ მატ ვისაც სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს და გული შესტკივათ მის ბედზე, არ უნდა მოიხსენიებდე ისე, როგორც ამას პრემიერი ღარიბაშვილი აკეთებს.

,,ჩვენთვის მიუღებელია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია და განსაკუთრებით იმ დროს როდესაც მისი საქმე ევროსასამართლოში განხილვაზეა. დამიჯერეთ ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს არ ადარდებს ის თუ რა ხდება საქართველოში, მაგრამ თქვენი მეგობრებისთვის უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, როდესაც იყენებენ სიძულვილის ენას” – გაანაცხადა ევროპარლამენტარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share