მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში მეუფე გრიგოლი მოინახულებს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მოინახულებს.

მიტროპოლიტი ციხეში სავარაუდოდ, რამდენიმე საათში შევა.

ამასთან, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექიმთა მორიგი კონსილიუმი გაიმართება. ექიმები მესამე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გასინჯავენ და მის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სად მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, ჯერჯერობით უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share